მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გამომცემლობა „ანთეამ“, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა.
საელჩოში გამართულ ლიტერატურულ საღამოს გამომცემლობის ხელმძღვანელი, დეტლეფ შტაინი უძღვებოდა. კერბულის წარდგენაში ასევე მონაწილეობდნენ მთარგმნელები შტეფი ხოტივარი-იუნგერი და არჩილ ხოტივარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიგნის პრეზენტაციას გერმანული კულტურული წრეების და გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.