weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიაში ქართული კინემატოგრაფიის დღეები იმართება

14:57 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

საქართველოს და გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ბერლინში კინოთეატრ „არსენალში“ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ქართული კინოს დღეები ლანა ღოღობერიძის ფილმით „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ გაიხსნა, რომელსაც „არსენალის“ მიერ ჩაუტარდა რესტავრაცია და გადატანილია ციფრულ ფორმატში.

1-19 ოქტომბერს ქართული კინოს კვირებში კინოჩვენებებთან ერთად ასევე იმართება დისკუსიები რეჟისორების (ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, დიტო ცინცაძე) და კინომცოდნეების მონაწილეობით.

„მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან „არსენალის" დამფუძნებლებს ერიკა და ულრიხ გრეგორებს ქართულ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ. მათი შეფასებით, ქართული კინოფენომენი მსოფლიოს კინემატოგრაფში გამორჩეულია. გერმანული „არსენალი“ რუსული „გოსფილმოფონდის" შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოფონდია, რომელიც ქართულ ფილმებს იცავს. არსენალის არქივში ქართველი რეჟისორების 130 ფილმი ინახება“, - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტმა „არსენალმა“ ასევე აღადგინა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა სხვა ორი ქართული ფილმი - მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967) და დიტო ცინცაძის „ზღვარზე“ (1993).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]