კაზუო იშიგურო 1954 წელს იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში დაიბადა და 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ბრიტანეთში გადასახლდა. 2008 წელს გამოცემამ The Times იშიგურო ომის შემდგომი პერიოდის 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალთა სიაში შეიყვანა.
იშიგურო ცნობილია რომანებით: „მთების მკრთალი ხედი“ A Pale View of Hills (1982), „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ An Artist of the Floating World (1986), რისთვისაც უიტბრედის პრიზი ერგო და „დღის ნარჩენები“ The Remains of the Day (1989), რისთვისაც მას ბუკერის პრემია მიენიჭა, რომანის მიხედვით კი გადაღებულია იგივე სათაურის მქონე 1993 წლის ფილმი, რომელიც ოსკარის დაჯილდოებაზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი. იშიგურო ასევეა ავტორი რომანებისა: „დაუშოშმინებელი“ The Unconsoled (1995), „როდესაც ობლები ვიყავით“ When We Were Orphans (2000) და „ნურასდროს გამიშვებ“ Never Let Me Go (2005), ამ უკანასკნელზე ასევე არსებობს იგივე სახელწოდების მქონე 2010 წლის ფილმი.