weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

21:24 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

57 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კონომსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა. ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მსახიობს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით . 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაღებულია ფილმებში "შადრევანი", "სიყვარული, ივერია და...", "პეპელა", "დიმიტრი II", "სპირალი", "უძინართა მზე", "მხოლოდ ერთხელ" და სხვა. მან განსაკუთრებული პოპულარობა 1976 წელს გადაღებულ თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე" მარიტას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]