weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

STOP RUSSIA - ქართველი გამომცემლებისა და მწერლების აქცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

11:49 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა გამომცემლებმა და მწერლებმა საქართველოს ეროვნულ სტენდთან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართეს.

საქართველოს წარმომადგენლებმა გამოფინეს ბანერები წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია და საქართველო ამას არასოდეს შეეგუება“; „ჩვენ ვართ მწერლები და გამომცემლები საქართველოდან. ჩვენ გვაქვს ხმა და ძალა. სიტყვა იარაღზე ძლიერია“; „შეაჩერე მცოცავი ოკუპაცია. წაიკითხე ჩვენი ლიტერატურა, რომ გაიგო მეტი მშვიდობისა და ურთიერთგაგების შესახებ“.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 11 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნეს.

წელს უცხოელ მკითხველსა და გამომცემლებს შეხვდებიან ლაშა ბუღაძე, ნესტან-ნენე კვინიკაძე, სალომე ბენიძე, ბექა ადამაშვილი და ლაშა ბაქრაძე.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]