სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.
ცნობილია, რომ ბიორკი 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს თბილისში ორ კონცერტს გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, ექსპერიმენტულ არტ-პოპ ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი სიმღერებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ძირითადად თავისი ბოლო, რიგით მე-9 ალბომიდან (Vulnicura) შეასრულებს.