weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლაგოდეხში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

12:38 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უკვე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია შენობის გარე ფასადის მოპირკეთება, სცენის აღდგენა, ელექტროგაყვანილობის გამოცვლა და პანდუსების მოწყობა.

კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეას" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო, "ქეა" კი დაახლოებით 62 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]