ორსაათიანი პროგრამა პოპულარული და ემოციური შემსრულებლის ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს მოიცავს. ბლუზის დედოფლად აღიარებული 45 წლის მუსიკოსი ჩვენ ქვეყანას „ალტერვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ გრემის ჯილდოს ნომინანტი ბეთ ჰარტი საქართველოში უკანასკნელად 2014 წელს იმყოფებოდა, როდესაც კონცერტი „თბილისი ივენთ ჰოლში“ გამართა.