მუსიკალურ საღამოზე ჯგუფის ძველი და ახალი წევრები - ზაზა კევლიშვილი, მამუკა ხანჯალიაშვილი, დათო თუშიშვილი, ალეკო გომურაშვილი და დუტა სხირტლაძე დაუკრავენ. კონცერტს „ღამურების“ ბასისტი, მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე გაუძღვება.
კონცერტი ფონდ „ახალი სიცოცხლის“ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება.
კვარტეტი „ღამურები“ (კევლიშვილი, ხანჯალიაშვილი, თუშიშვილი, სხირტლაძე) თელავში დაარსდა. პირველი კონცერტი 1989 წელს მშობლიურ ქალაქში გამართა. 1991 წელს ჯგუფმა პირველი ალბომი „Live In Telavi“ ჩაწერა, ხოლო 1993 წლის ნოემბერში, სტუდია „მელოდიაში“ ჩაიწერა მეორე ალბომი სახელწოდებით „დირიჟორი“, რომელშიც შესულია „ღამურების“ შვიდი ინგლისურენოვანი და ერთი ქართული კომპოზიცია. 1994 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა ტურნე გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში გამართა. ჯგუფმა უკანასკნელად 2012 წელს თელავის თეატრში დაუკრა.