weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

10:32 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ მთვარი რედაქტორი და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

პოეტს 1995 წელს ღირსების ორდენი გადაეცა. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა. 1978 წელს მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. 

ჯანსუღ ჩარკვიანს გამოცემული აქვს წიგნები „ერთი ღამის სიჩუმეში“ „რწმენის კედელი“ „დიდი ნათელი“, „ერთტომეული“, „რჩეული პოემები“, „მე და შენ“, „არცა ვმსახურობდე სხვას!“, პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ და სხვა. 

პოეტის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე. მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]