weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია

14:22 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

მეცნიერთა ახალი დასკვნით, მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები საქართველოშია აღმოჩენილი. ამის მტკიცებულებაა თიხის ჭურჭელი, რომელიც არქეოლოგების შეფასებით, 8 ათასი წლისაა.

აღმოჩენის შესახებ აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი. მეცნიერების განმარტებით, ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ითვლება, რომ მსოფლიოში პირველი ღვინო ბრინჯისგან ჩინეთში 9 ათასი წლის წინ დაამზადეს. სიძველით მეორე ადგილზეა ირანში აღმოჩენილი ყურძნის სპირტი. მეცნიერების ახალი შეფასებით, საქართველოში, თიხის ჭურჭელში აღმოჩენილი კვალი დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულისაა. მოხსენების თანაავტორის, ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ სტივენ ბატიუკის განცხადებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში აღმოჩენილი ნიმუში ღვინის საწარმოებლად ველური, ევრაზიული ვაზის გამოყენების უძველესი მაგალითია.

აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ისრაელისა და საქართველოს მკვლევართა ჯგუფი ბოლო 4 წლის განმავლობაში აანალიზებდა საქართველოში აღმოჩენილ ნიმუშებს. მათ შორისაა შულავერში, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილი 300-ლიტრიანი კერამიკის კასრები. მეცნიერები უძველეს ფრაგმენტებში აღმოჩენილი კვალის იდენტიფიცირებისთვის მას-სპექტრომეტრიისა და ქრომოტოგრაფიის მეთოდების კომბინაციას იყენებდნენ. ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა ღვინის მჟავისა და ღვინის დასამზადებლად ყურძნის დამუშავებისას თითის ანაბეჭდების არსებობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]