weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში 160 კოშკი დანგრევის პირასაა

16:58 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

სვანეთში შემორჩენილი 3500-მდე კოშკიდან დაახლოებით 160 დანგრევის პირასაა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ძირითადად გადახურვის გაუმართავი კონსტრუქცია, ზოგჯერ კი დაუდევრობაა.

არის შემთხვევები, როდესაც ერთ კოშკს მეორე კოშკის საწვიმრიდან ჩამოსული წყალი აზიანებს.

დღეისათვის სვანური კოშკები და მაჩუბები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტურისტების დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი საგანი და ადგილობრივების შემოსავლის წყაროა. 

სრულად აღსადგენია ჩარკვიანების XI-XII საუკუნების საგვარეულო კოშკი, რომელიც 2017 წლის ზაფხულში ჩამოინგრა. კოშკის ერთ-ერთი მფლობელი - გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ ნაგებობის მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ნგრევამდე თითქმის ერთი წლით ადრე მიმართეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული სოფელ ჩაჟაშის კომპლექსი უფრო მძიმე ვითარებაში იყო, კოშკის გადარჩენა ვეღარ მოესწრო.

ჩარკვიანების კოშკის აღდგენა2017 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, პროექტირების პროცესი გაჭიანურდა და ნაგებობის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მესტიის მუნიციპალიტეტში 40-მდე კოშკსა და მაჩუბს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაბა მესტიასა და მიმდებარე სოფლებში კოშკებისა და მაჩუბების აღსადგენად წელს დაახლოებით 500 ათასი ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროცესში ფინანსურად მონაწილეობს„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდიც“ („ქართუ“ ფონდი). მათი რესურსი, დაახლოებით 800-დან 900-ათას ლარამდე თანხა, ძირითადად, უშგულის თემის სოფლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას მოხმარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]