weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კაკლის ძირში ვჭამთ საჭმელს - დეკანოზი ატენის სიონის ტაძართან მშენებლობაზე

01:11 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

„ამ მშენებლობის საჭიროება იმიტომ იყო, რომ მონასტერში არ არის საცხოვრებელი კელიები, არც აბაზანა გვაქვს, არ არის სამზარეულო და სატრაპეზო, კაკლის ძირში გვაქვს გაშლილი მაგიდები და იქ ვჭამთ საჭმელს“, - აცხადებს ატენის სიონის მე-7 საუკუნის I ნახევრის ტაძართან მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობაზე მონასტრის წინამძღვარი დეკანოზი კოზმა.

მისივე თქმით, იქ სადაც ახლა მშნებელობა მიმდინარეობს, ადრე შენობები არსებობდა და ნანგრევები იყო შემორჩენილი. „შენობა ორ კლდეს შორის არის მოქცეული და არსაიდან არ ჩანს. თუ აქ არ ამოხვედით, შენობას ვერ დაინახავთ და ვერტმფრენიდანაც რომ გადაუღოთ, შენობა საერთოდ არ გამოჩნდება, რადგან ისე გადავხურავთ, რომ ზემოდან ბალახი იყოს საერთოდ ვერ შეამჩნევთ რა არის“, - ციტირებს qartli.ge დეკანოზის კომენტარს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ატენის სიონის ტაძართან მიმდინარე მშენებლობა მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

სააგენტო განმარტავს, რომ ტაძართან სამონასტრო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობა შენდება, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს. „ეს პროცესი ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით, ისტორიულ კონტექსტს აღადგენს.

ინფრასტრუქტურული ნაგებობის პროექტი საბოლოო სახით 2016 წელს დამტკიცდა, რაზედაც სააგენტომ შესაბამისი ნებართვა გასცა. პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა.

მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

მონასტრის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინწბული ნაგებობები თავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია და არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტებს. ადგილზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების შინაარსობრივი რეკონსტრუქციით კი აღდგება ატენის სიონის სამონასტრო ცხოვრების ისტორიული კანონზომიერება", - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განვითარება არათუ არღვევს დადგენილ ნორმებს, არამედ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ზრუნვის საქმეში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მისაბაძ მაგალითს ქმნის, რომელიც სამომავლოდ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]