weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლეონარდო და ვინჩის ნახატი ქრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

15:38 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული იესო ქრისტეს პორტრეტი სახელწოდებით „სამყაროს მხსნელი“ ნიუ იორკში ქრისტის აუქციონზე 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული სააუქციონე ფასია - აქამდე ამ თანხად ხელოვნების არცერთი ნიმუში არ გაყიდულა.

საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დაკვეთით, ზეთის საღებავებით კაკლის ხის მასალაზე შესრულებულმა ნახატმა, რომელიც დიდ ხანს ითვლებოდა დაკარგულად, პაბლო პიკასოს „ალჟირელი ქალების“ რეკორდული მაჩვენებელი გააუმჯობესა - 2015 წელს პიკასოს ხსენებული ტილო ქრისტის აუქციონზე 179.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

„სამყაროს მხსნელის“ ახალი მეპატრონის ვინაობა ანონიმურია და მისი სამშობლო და გეოგრაფიული რეგიონიც კი არ სახელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]