weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში ნაპოვნი ქვევრი, შესაძლოა მე-5 საუკუნის იყოს

13:24 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამი დღის წინ ნაპოვნი ქვევრი შესაძლოა მე-5 საუკუნის იყოს. არქეოლოგების განცხადებით, მათ ამის თქმის საფუძველს ქვევრის ფორმა და ორნამენტები აძლევთ.

„საბედნიეროდ ქვევრის დიდი ნაწილი გადავარჩინეთ. გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა ოვალური ორნამენტები, რომელიც განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი ორნამენტის მქონე ქვევრები ჩვენ ჩაქვის ჩაის უბანში გვაქვს მოპოვებული 2012 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ბიზანტიური ეპოქის ქვევრებს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის მე-5, მე-6 საუკუნეებით თარიღდება, ეს შემთხვევითი მონაპოვარიც შეიძლება მიემატოს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია არქეოლოგ თამარ შალიკაძის კომენტარს. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ თამარის დასახლებაში კანალიზაციის რეაბილიტაციის მიზნით გზის გათხრისას ქვევრი იპოვეს. სამუშაოზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორით დაამტვრიეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ქვევრი შესაძლოა მე-11 საუკუნის ყოფილიყო. სააგენტომ ქვევრის დაზიანების ფაქტზე მასალები სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხდარს პოლიცია იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]