weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„დათა თუთაშხია“ ბულგარულ ენაზე მეორედ გამოიცა

12:25 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ბულგარულ ენაზე ხელმეორედ გამოიცა. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები 1970-იან წლებში მარია ხაჯიევამ თარგმნა, ახალი გამოცემა კი ბულგარეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

წიგნი საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. როგორც ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს განუცხადა, წიგნი ბიბლიოთეკებს, კულტურულ ცენტრებსა და სახელმწიფო უწყებებს გადაეცა. ბულგარულ ენაზე „დათა თუთაშხიას“ შეძენა მკითხველს დედაქალაქ სოფიაში, საშობაო ბაზრობაზეც შეუძლია.

ცნობილია, რომ 2015 წელს ბულგარეთში ასევე დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც ბულგარელი პოეტი სტოიან ბაკარჯიევი 10 წლის განმავლობაში თარგმნიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]