weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 წლის ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

10:23 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

ქართველი მომღერალი, 21 წლის ნათია თოდუა The Voice of Germany-ის („გერმანიის ხმა“) გამარჯვებული გახდა. ის 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ შოუში მაყურებელთა ხმების 50.10% მიიღო.

ნათია თოდუას მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის Sunrise Avenue-ს დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ასევე კონკურსის გამარჯვებულია.

ნათია თოდუა აფხაზეთიდან დევნილია. სიმღერა მან 17 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში საქართველოსა და უკრაინაში. The Voice of Germany-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მან თქვა, რომ საქართველოში განვითარების შესაძლებლობა არ მიეცა, ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში მის გამოსვლას ჟიურიმ „სასაცილო“ უწოდა, რის გამოც უცხოეთი წასვლა გადაწყვიტა.

ნათია თოდუას გამოსვლა The Voice of Germany-ის შესარჩევ კონკურსში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]