weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

245 000 ფოტოდან სვანური კოშკების ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

11:41 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

„ვიკიპედიის“ საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“ მესტიის კოშკების ამსახველი ფოტო 15 საუკეთსო ნამუშევარს შორის მოხვდა. კონკურსში მონაწილეობას 10 ათასზე მეტი ფოტოგრაფი იღებდა. მათ მიერ ატვირთული ნამუშევრებიდან საერთაშორისო ჟიურიმ 489 გამოარჩია.

სვანური კოშკების ფოტომ 15 ნამუშევარს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. მისი ავტორი დმიტრო ბალხოვიტინია.

„მესტიაში მდებარე ეს სვანური კოშკები მე-9 მე-12 საუკუნეებშია აშენებული და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ნაგებობებია. დმიტროს საკმაო დრო დასჭირდა სწორი ადგილის და განათების მოსაძებნად, რათა ის ამ კომპოზიციაში აღებეჭდა“, - ნათქვამია ფოტოს აღწერაში.

კონკურსს ორგანიზებას უწევენ „ვიკიპედიის“ საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.

2016 წელს პროექტს მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO).

კონკურისის გამარჯვებული ფოტოებია:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]