weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

22:57 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

კულტურის სამინისტროში რიგით IX თეატრალური პრემია - „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს (სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა“; ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი);

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი);

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი - „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის თეატრი);

ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი“, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწფო დრამატული თეატრი);

საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა. მან თეატრალური პრემია დურუჯი პიესისთვის „გათვლა“ აიღო.

„დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მეცხრედ ჩატარდა.

2017 წელს ჯამში 18 თეატრის 33 განაცხადი იქნა წარდგენილი. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი. დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდა ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებმაც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]