weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროვიზიის კონკურსი პორტუგალიელმა მომღერალმა მოიგო

09:19 ორშაბათი, 15 მაისი 2017

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსი პორტუგალიელმა შემსრულებელმა სალვადორ სობრალმა მოიგო სიმღერით - “Amar Pelos Dois”.

27 წლის მომღერალმა ფინალურ ტურში ყველაზე მაღალი შეფასება, 12 ქულა, თორმეტი ევროპული ქვეყნისგან დაიმსახურა და ჯამში 758 ქულით საგრძნობი უპირატესობით ჩამოიტოვა კონკურენტები, ბულგარელი და მოლდოველი შემსრულებლები.

პორტუგალიისთვის აღნიშნული გამარჯვება პირველია. ევროვიზიას მხოლოდ 16 პორტუგალიელი მონაწილე კონკურსანტი ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2017-ზე ქართველი კონკურსანტი თაკო გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ ტურში გამოვიდა და ფინალურ ტურში გადასვლა ვერ მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]