weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუისპირში მდებარე ადამაანთ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23:06 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე მე-18 საუკუნის ადამაანთ ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ადამაანთ ციხე აგებულია მე-18 საუკუნის ბოლოს. ციხე სათავდაცვო-საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. ნაგებობა შუაში კედლითაა გაყოფილი. ციხის ერთი ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე, თუმცა ორივე ნაწილი სამსართულიანია. ციხის ორივე ნაწილის პირველი სართული მარანია, მეორე სართული - საცხოვრებელი, ხოლო მესამე სართული საბრძოლო ბანია. მარანის სამხრეთი ნაწილი საწნახელს ეკავა, მეორე ნაწილში კი ქვევრებია ჩადგმული. მეორე სართულს შესასვლელი ციხის ჩრდილოეთ ნაწილის მეორე სართულზე არსებული კარიდან აქვს, სადაც ხის კიბით ადიოდნენ. მეორე სართულის ორი დარბაზი ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული. აქედანვე იყო ასასვლელი საბრძოლო ბანზე. ციხის თითოეულ სართულზე სარკმელ-სათოფურებია, საბრძოლო ბანი კი ქონგურებით სრულდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]