weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში მოხვდნენ

14:18 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯის კომპლექსი „ევროპა ნოსტრას“ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის 12 ფინალისტს შორის მოხვდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ამ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.

რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარ ნუსხაში ირიცხება.

„ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა მიზნად ისახავს, მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. „ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული შვიდი ძეგლისთვის ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. კულტურის სამინისტროს ცნობით, ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა 2013 წელს დაფუძნდა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის – „ევროპა ნოსტრას“ მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]