weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარელში დატბორილ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

12:32 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდებარე ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება, წყალში დგას და მისი ნახევარი მიწით არის ამოვსებული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის გიორგი გაგოშიძის განცხადებით, ეკლესიას რეაბილიტაცია ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მისი დატბორვის საფრთხე მაშინ გამოკვეთილი არ იყო. მისივე თქმით, ეკლესიის გადარჩენის გზების ძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ყარაჯაანთ ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიაა. სააგენტოს ცნობით, ძეგლი სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და აგურით არის აგებული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. მისი დარბაზი შეისრული კამარითაა დასრულებული. სახურავი კრამიტისაა (ავთენტური სახურავი ფიქალის ყოფილა). აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი, თუმცა გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, მეორე სართული კი რვაწახნაგოვანი აგურით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც დასრულებულია აგურის პირამიდული სახურავით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაა მოცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]