32 წლის მომღერალმა გრემის ჯილდოები 2017 წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის (“24K Magic”), საუკეთესო ალბომისთვის (24K Magic), საუკეთესო სიმღერისთვის (“That’s What I Like”), საუკეთესო R&B სიმღერისთვის (“That’s What I Like”), საუკეთესო R&B შესრულებისა (“That’s What I Like”) და საუკეთესო R&B ალბომისთვის (24K Magic) მიიღო. ამრიგად, 2017 წლის გრემის სამივე უმთავრესი ჯილდო: წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ალბომი, სწორედ ბრუნო მარსს ერგო, ჯამში კი მუსიკოსს გრემის 11 ჯილდო დაუგროვდა, რომელიც მან შვიდწლიან ინტერვალში მოიპოვა.
ბრუნო მარსის შემდეგ ჯილდოების მხრივ რეპერი კენდრიკ ლამარი გამოირჩა, რომელსაც 5 გრემი (საუკეთესო რეპ შესრულება, საუკეთესო რეპ დუეტი, საუკეთესო რეპ სიმღერა, საუკეთესო რეპ ალბომი, საუკეთესო ვიდეოკლიპი) ერგო.