„დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ გერმანულად გასულ წელს ითარგმნა და გამომცემლობა Weidle Verlag-მა გამოსცა. გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.
SWR2 წიგნების სიას 40 წელია ყოველთვიურად ამზადებს. ახალი გამოცემების შერჩევაზე ევროპული ქვეყნებიდან ცნობილი ლიტერატორების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების 30 კაციანი ჟიური მუშაობს. წიგნების შერჩევისას ჟიური ხელმძღვანელობს ერთადერთი კრიტერიუმით, შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი.
გერმანიაში წიგნზე რეცენზიები ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ დაიწერა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur.