weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში ნიკო გომელაურის მონუმენტი დააზიანეს

16:12 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

პოეტისა და მსახიობის, ნიკო გომელაურის მონუმენტი, რომელიც თბილისში, თავისუფალ თეატრთან იყო განთავსებული, „გალერია თბილისის“ მშენებლობის დროს დააზიანეს. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, სკულპტურა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაზიანდა.

„სამწუხაროდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაზიანდა ნიკო გომელაურის სკულპტურა. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ მერიასთან, მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან და ავტორთან ერთად. აუცილებლად აღდგება ან საჭიროების შემთხვევაში დამზადდება ახალი სკულპტურა“, - ნათქვამია სავაჭრო ცენტრის განცხადებაში. 

2015 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით, თავისუფალ თეატრთან ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი გაიხსნა, იქვე დაიდგა მისი მონუმენტიც, რომლის ავტორიც როკო ირემაშვილია. ავტორის თქმით, დაზიანებული ნამუშევრის აღდგენა შეუძლებელია. 

ნიკო გომელაური 2010 წელს გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]