weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ გერმანულად გამოიცემა

03:27 შაბათი, 03 თებერვალი 2018

თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის რომანი „მოგზაურობა ყარაბაღში“ გერმანულ ენაზე გამოიცემა და მას ცნობილი გერმანული გამომცემლობა „ვაიდლე“ დაბეჭდავს. წიგნის ყდისთვის გამომცემლობამ ქართველი მხატვრის კარლო კაჭარავას ნამუშევარი გამოიყენა.

2018 წელს სხვადასხვა გერმანული გამომცემლობა აკა მორჩილაძის კიდევ ოთხ ან ხუთ ნაწარმოებს თარგმნის. წიგნები ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი.

რომანი „მოგზაურობა ყარაბაღში“ აკა მორჩილაძემ 1992 წელს დაწერა. წიგნი ნათარგმნია ინგლისურ, უკრაინულ, ბულგარულ და ალბანურ ენებზე. ამ წიგნის მიხედვით, 2005 წელს, რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ გადაიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]