weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის თეატრმა ჭერის ჩამონგრევის გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა

22:30 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

ფოთის თეატრმა, სადაც გუშინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, დროებით მუშაობა შეწყვიტა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა სააგენტო „ლაივპრესთან“ განაცხადა, რომ დასი სპექტაკლებს მანამდე არ განაახლებს, სანამ არ დადასტურდება, რომ შენობაში ყოფნა უსაფრთხოა.

„10-12 მეტრის სიმაღლიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა. ეს რომ სამუშაო დროს მომხდარიყო, სამწუხარო შედეგი გვექნებოდა. ეს ახალი შენობაა, მაგრამ სულს ღაფავს. ყოველ წვიმაზე ვიტბორებით, ყველაფერი ცვივა. 2016 წელს ლიფტი ჩამოვარდა და ადამიანი დააზიანა. გუშინ ფრაგმენტი ფოიეში ჩამოვარდა, ხვალ შეიძლება ჩამოვარდეს დარბაზში, სპექტაკლის დროს. დასმა ბევრჯერ მიმართა მერიას, რომ შეემოწმებინა შენობის უსაფრთხოება. მათ მიიღეს ეს შენობა ექსპლუატაციაში და მათვე უნდა შეემოწმებინათ“, - ციტირებს დავით მღებრიშვილის კომენტარს „ლაივპრესი“.

ფოთის მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის განმარტებით, ბრალდება, რომ თეატრისთვის უხარისხო შენობის გადაცემაზე პასუხისმგებელი მერიაა, უსაფუძვლოა. მისი თქმით, შენობას პრობლემები ექსპლუატაციაში შესვლამდე ჰქონდა. „მერიამ რომ მთლიანად თავის თავზე აიღოს სარემონტო სამუშაოების წარმოება, არარეალური იქნება, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს არ გაააჩნია. გვქონდა კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია და გამოხატავენ მზაობას, მაქსიმალურად დროულად იყოს ეს საკითხი შესწავლილი“, - აღნიშნა ფარეშიშვილმა.

ფოთის თეატრის განახლებული შენობა 2014 წლის 31 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფოთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან ერთად გახსნა. შენობის მშენებლობაზე ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]