იოჰანსონმა საყოველთაო აღიარება ბოლო წლებში შექმნილი კინომუსიკით მოიპოვა. პირველად იგი წარმატებული ბიოგრაფიული დრამით, სათაურად „ყველაფრის თეორია“ (The Theory of Everything), ოქროს გლობუსზე, BAFTA-ზე, ოსკარისა და გრემის ჯილდოებზე წარადგინეს, საიდანაც ოქროს გლობუსის მოპოვება შეძლო. შემდეგი ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები კი ცნობილი კანადელი რეჟისორის, დენი ვილნევის ფილმებით (Sicario, Arrival) მოიპოვა.
იოჰანსონმა უკანასკნელი კინომუსიკები 2018 წლის ფილმებისთვის (Mandy, Mercy, Mary Magdalene) შექმნა.
მხატვრული ფილმების გარდა, იოჰან იოჰანსონი თეატრისა და სატელევიზიო პროექტებისთვისაც წერდა მუსიკას, ასევე გამოცემული აქვს ცხრა სტუდიური სოლო ალბომი. გარდაცვლილ კომპოზიტორს ქალიშვილი, მშობლები და დები დარჩა.