ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ჩართული თოჯინური მულტიპლიკაცია სათაურად „ძაღლების კუნძული“ (Isle of Dogs), 12 წლის ბიჭის შესახებაა, რომელიც იაპონიაში მოგზაურობს და საკუთარ დაკარგულ ძაღლს ეძებს.
ბერლინის კინოფესტივალის საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს დათვისა“ და სხვა კინოჯილდოების მოსაპოვებლად 19 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც შემოქმედებით ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი.
წინასწარი პროგნოზებით, ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები გას ვან სენტის (Don't Worry, He Won't Get Far on Foot), ალექსეი გერმანის (Довлатов), ბენუა ჟაკოს (Eva), მალგოჟატა შუმოვსკასა (Twarz) და ლავ დიასის (Ang panahon ng halimaw) ნამუშევრებს აქვთ.
გამარჯვებულ კინოსურათსა და დაჯილდოვებულ ფილმებს 25 თებერვალს კინოფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ცნობილი გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერია. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან: სესილ დე ფრანსი (ფრანგი მსახიობი), ჩემა პრადო (ესპანელი ფოტოგრაფი), ადელ რომანსკი (ამერიკელი პროდიუსერი), სტეფანი ზაქარეკი (ამერიკელი კინოკრიტიკოსი) და რიუიჩი საკამოტო (იაპონელი კომპოზიტორი).