weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

BAFTA 2018: ცნობილია „ბრიტანული ოსკარის“ გამარჯვებულთა ვინაობა

11:38 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) რიგით 71-ე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლონდონში, როალ ალბერტ ჰოლში გაიმართა და 2017 წლის გახმაურებული სოციალური დრამის სათაურად - Three Billboards Outside Ebbing Missouri, ტრიუმფით დასრულდა. მარტინ მაკდონაჰის ფილმმა ყველაზე მეტი, 5 ჯილდოს, მათ შორის საუკეთესო ფილმის წოდების მოპოვება შეძლო.

ბრიტანულ-ამერიკულ სურათს წლევანდელ BAFTA-ზე 9 ნომინაცია ჰქონდა, ამ მხრივ იგი „ბნელ დროებასთან“ (Darkest Hour) ერთად მეორე ადგილს იკავებდა, 13 ნომინაციაში კი გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ იყო წარდგენილი, რომელსაც 3 ჯილდო ერგო.

„ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი ინგლისელი რეჟისორი და პროდიუსერი რიდლი სკოტი დაჯილდოვდა.

BAFTA-ზე გამარჯვებული 2017 წლის სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - Three Billboards Outside Ebbing, Missouri

საუკეთესო ბრიტანული ფილმი - Three Billboards Outside Ebbing, Missouri

საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)

მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი - გარი ოლდმენი (Darkest Hour)

ქალის საუკეთესო მთავარი როლი - ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ელისონ ჯენი (I, Tonya)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - მარტინ მაკდონაჰი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ჯეიმს აივორი (Call Me by Your Name)

საუკეთესო მუსიკა - ალექსანდრ დეპლა (The Shape of Water)

საოპერატორო ნამუშევარი - როჯერ დიკინსი (Blade Runner 2049)

კოსტიუმების დიზაინი - მარკ ბრიჯესი (Phantom Thread)

მხატვრული გაფორმება - The Shape of Water

გრიმი და ვარცხნილობა - Darkest Hour

ვიზუალური სპეცეფექტები - Blade Runner 2049

ხმის ეფექტები - Dunkirk

მონტაჟი - Baby Driver

საუკეთესო ანიმაცია - Coco

საუკეთესო უცხოური ფილმი - The Handmaiden (სამხრეთ კორეა)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - I Am Not Your Negro (რაულ პეკი)

საუკეთესო ბრიტანული დებიუტი - I Am Not a Witch (რუნგანო ნიონი, ემილი მორგანი)

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო - დანიელ კალუუია (Get Out)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]