weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

სოფელ ჩაჟაშში კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება

17:38 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჟაშში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება. დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნება და დაცვა.

სოფელი ჩაჟაში მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კილომეტრში. სოფელში 13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 10 დამხმარე ნაგებობაა. ჩაჟაში უშგულის თემის ცენტრს წარმოადგენს, რომელიც შუასაუკუნეების  უძველესი არქიტექტურული კომპლექსია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ჩაჟაშში 28 ადამიანი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]