weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიღნაღში გამოფენა - „გერმანელი მხატვრები საქართველოში“ გაიმართება

00:00 პარასკევი, 19 მაისი 2017

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, 19 მაისს, სიღნაღის მუზეუმში გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“ გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელია. ამ მოვლენას ორივე ქვეყანა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს.

"ქართველებსა და გერმანელებს შორის მჭიდრო კავშირი 200 წელია გრძელდება. ურთიერთობები მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით დაკავდნენ. საქართველო ასევე იზიდავდა გერმანელ სწავლულებს, არქიტექტორებს, ლიტერატორებს, ხელოვანებსა და საქმიანი წრეების სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გერმანელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის, გუსტავ რადეს თაოსნობით, 1965 წელს დაარსდა „კავკასიის მუზეუმი“. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდნენ გერმანელ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრები, მკვლევარები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში.

საგულისხმოა, რომ კავკასიის რეგიონი და საქართველო ცნობილი გერმანელი მხატვრების ყურადღებას იქცევდა. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებას: პაულ ფრანკენის, თეოდორ ჰორშელტის, რიჰარდ ზომერის, ოსკარ შმერლინგის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის, ალექსანდრე ზალცმანის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.

ტრადიციების ლოგიკური გაგრძელებაა ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი გასულ წლებში ახორციელებდა გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორისაა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, ზენკენბერგის მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის სამთო მუზეუმი", - ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]