weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცნობილია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

23:35 შაბათი, 24 თებერვალი 2018

2018 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 68- კინოფესტივალი რუმინელი ქალი რეჟისორის, ადინა პინტილიეს კინოსურათის გამარჯვებით დასრულდა. ინგლისურენოვანი დრამა სათაურითარ შემეხო (Touch Me Not), ფესტივალის ჟიურიმოქროს დათვითდააჯილდოვა.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ჟიურის გრან-პრი წილად ხვდა პოლონელი ქალი რეჟისორის, მალგოჟატა შუმოვსკას პოლონურ სოციალურ დრამას – „სახე“ (Twarz).

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“ გამოჩენილმა ამერიკელმა რეჟისორმა უეს ანდერსონმა აიღო ანიმაციური ფილმით „ძაღლების კუნძული“ (Isle of Dogs).

საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება პარაგვაელმა ანა ბრუნმა მოიპოვა ფილმისთვის „მემკვიდრეები“ (Las herederas), რომლის სიუჟეტი ორი პარაგვაელი ქალი პირადი ცხოვრების გარშემო ვითარდება. ამავე ფილმს გადაეცა ალფრედ ბაუერის სახელობის ჯილდო.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის განკუთვნილი პრიზი ფრანგმა ენტონი ბაჟონმა მოიპოვა ფრანგული ფილმისთვის - „ლოცვა“ (La prière), სადაც ახალგაზრდა მსახიობმა ნარკოდამოკიდებული განასახიერა.

დრამატურგიისთვის კი მექსიკელი დუეტი, მანუელ ალკალა და ალონსო რუისპალასიოსი დაჯილდოვდნენ - კრიმინალური დრამა „მუზეუმის“ (Museo) სცენარი ჟიურიმ საუკეთესოდ სცნო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]