უნიკალური ქართული დოკუმენტური ფილმისთვის საუკეთესო პროდიუსერის წოდება შალვა ხეცურიანს ერგო, საუკეთესო სცენარის ავტორის ჯილდო თამარ ბართაიას გადაეცა.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ნანა ჯორჯაძემ გაიმარჯვა.
ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდნენ მთავარი ოპერატორი მიხეილ კვირიკაძე და მსახიობი რევაზ ხეცურიანი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე „ღვინის ნულოვან მერიდიანს“ ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმის ტიტული ერგო.