weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„აფრიკელ მონა ლიზად“ წოდებული პრინცესას პორტრეტი ლონდონის აუქციონზე გაიყიდა

14:35 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

დიდი ხნის წინ დაკარგული პორტრეტი, რომელზეც ნიგერიელი პრინცესაა დახატული და „აფრიკელი მონა ლიზას“ სახელითაა ცნობილი, ლონდონის აუქციონზე 1.2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

1974 წელს შესრულებული ნახატი, რომელზეც პრინცესა ადეტუტუ ადემილუია გამოსახული, ნიგერიელ მხატვარ ბენ ენვონვუს (1921-1994) ეკუთვნის. აუქციონზე მისი საწყისი ფასი £300 000 იყო.

პორტრეტი ბიონემის აუქციონის სახლის თანამედროვე აფრიკული ხელოვნების დირექტორმა ჟილ პეპიატმა აღმოაჩინა, როდესაც მას ნახატის გაყიდვასთან დაკავშირებით ჩრდილო ლონდონში მცხოვრები ოჯახი დაუკავშირდა. მფლობელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ შედევრად მიჩნეულ დაკარგულ ნახატს ინახავდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]