ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე გამოვლენ მისი შვილი, ეკა მამალაძე, ასევე შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. კონცერტი ჩატარდება დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები - ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე.
„სახალხო არტისტის და საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავის, ნანი ბრეგვაძის შესრულებით აჟღერდება ყველა ჰიტი, რომლებიც უკვე კლასიკად არის ქცეული: Снегопад, Не оставляйте женщину одну, „სიმღერა თბილისზე“ და სხვა. მისი ხავერდოვანი ხმა წლებთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება“, - ნათქვამია საკონცერტო დარბაზის განცხადებაში.
კონცერტი „კროკუს სითი ჰოლში“ ჩატარდება. ბილეთის ფასი 1000-დან 8500 რუბლის ფარგლებში მერყეობს.