weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

11:29 სამშაბათი, 13 მარტი 2018

ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 2017 წლის ნოემბრიდან სეფსისის დიაგნოზით იმყოფებოდა საავადმყოფოში, 2 დეკემბერის შემდეგ კი ექიმების თქმით, დაავადებამ პაციენტის ღრმა გათიშვა გამოიწვია.

ოლეგ ტაბაკოვი იყო ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის თეატრ МХАТ-ის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა საბჭოს წევრი. მიღებული ჰქონდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო პრემია, ორდენი და მედალი.

სამსახიობო კარიერაში პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „სუფთა ცა“ (1961), „ომი და მშვიდობა“ (1966-1967), „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ (1973), „დ’არტანიანი და სამი მუშკეტერი“ (1978), „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ (1980), „ადამიანი კაპუცინების ბულვარიდან“ (1987) და სხვა.

ცნობილია, რომ 2014 წლის 11 მარტს ოლეგ ტაბაკოვმა ხელი მოაწერა კოლექტიურ წერილს, რომელიც ამართლებდა რუსეთის ყირიმში შეჭრასა და საომარ მოქმედებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]