weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით მასშტაბურად წარდგება

12:32 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

საქართველო ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება, რისი მიზეზიც განსაკუთრებული სტატუსია - საქართველო საპატიო სტუმრის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჯერად უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემულ თარგმანებს, აგრეთვე - ქართულ უახლეს გამოცემებს.

ბაზრობის დღეებში ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოს ეროვნული სტენდი გახლავთ: Halle 4, D309.

ლაიპციგის წიგნის ფესტივალი, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ სიდიდით მეორეა, ყოველწლიურად მარტში იმართება. წელს ფესტივალი 15-დან 18 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]