საიუბილეო, რიგით მე-15 ფესტივალი 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება, 27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს კი ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში.
„არტ გენი“ 8 – 15 ივლისს, ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტით დაიხურება.
„არტ გენი“ 2004 წლიდან იმართება. ფესტივალს საფუძველი ფოლკ-მუსიკოსმა ზაზა კორინთელმა („ზუმბა“) ჩაუყარა. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.