weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს გაიხსნება

15:17 კვირა, 18 მარტი 2018

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით „საქართველოს ეროვნული არქივის“ ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება.

140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი კინოთეატრი იქნება, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი − განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც.

„ვფიქრობთ, საგამოფენო პავილიონის მსგავსად, თბილისს ეს კინოდარბაზიც ბევრ სიახლეს შემატებს. ჩვენი მიზანია, ეროვნულ არქივში დაცული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმები ფართო საზოგადოებამნახოს. ასევე, გვინდა, რომ კინოს სფეროს მოღვაწეებისათვის ეს დარბაზი ხელმისაწვდომი იყოს. მისი უნიკალურობა ისიც იქნება, რომ ის კომერციულ მიზნებზე არ იქნება გათვლილი და ხელოვნების ამ სფეროს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო, კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდადა მას დოკუმენტების საცავად იყენებდნენ.

საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი.

კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნულ არქივს საშუალება ექნება, მოაწყოს საარქივო ფილმების ფესტივალები, რეტროსპექტივები და თემატური ჩვენებები, რითაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება უმდიდრესი ფილმსაცავი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]