„კვიპროსში, ძალიან ლამაზ რეგიონში აშენდება ქართული მონასტერი. აქ ასევე არსებობს ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები“, – აღნიშნა დიმიტრის სილურისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობა, განსაკუთრებით იმ საკითხების გარშემო, რომელიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციას ეხება.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოხდეს სახელმწიფო საზღვრების პატივისცემა. ასევე, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ პრაქტიკულად გადავდგათ ნაბიჯები და სხვადასხვა დონეზე ვითანამშრომლოთ როგორც ეკონომიკის, ტურიზმის, ისე კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება“, – განაცხადა დიმიტრის სილურისმა.