weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თარგმნილი პიესა 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია

14:43 ორშაბათი, 19 მარტი 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

I პრემია თამაზ გოდერძიშვილმა ანტონ ჩეხოვის „დათვის“ თარგმანით აიღო, II პრემია - მაია ჯაფარიძემ და ციცინო კობიაშვილმა შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირებით“ III პრემია კი - ნანა სამჭკუაშვილმა ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის ნაწარმოებით „და შენი და? ... “.

სამ გამარჯვებულს, რომელიც 12 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

კონკურსის მიზანი ქართულ თეატრალურ სივრცეში თანამედროვე პიესების ახალი თარგმანის შემოტანა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა. ქართულ თეატრალურ სამყაროს უკვე 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]