weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურაში გამყრელიძეების სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

18:52 ორშაბათი, 19 მარტი 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში მდებარე გამყრელიძეების სახლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ორსართულიანი, შუშაბანდიანი სახლი არ წარმოადგენს არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ნაგებობას, მას კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მხოლოდ მემორიალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მასთან დაკავშირებულია რამდენიმე გამოჩენილი ადამიანის სახელი.

სახლი ააშენა აზნაურმა კაცია მალხაზის ძე გამყრელიძემ (1864-1945). სახლი სავარაუდოდ აშენებულია მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. კაცია გამყრელიძის ვაჟი მიხეილ გამყრელიძე (1885 - 1961) იყო ჭიათურის მანგანუმის შავი ქვის მრწეველთა სააქციონერო საზოგადოების ნამდვილი წევრი. ამავე სახლში დაიბადა გრიგოლ (გიორგი) გამყრელიძე (1903-1974), რომელიც წერდა გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმით და იყო „ცისფერყანწელთა“ თანამოაზრე. 1922 წლიდან ის ემიგრაციაში გახლდათ, სადაც 1975 წელს გარდაიცვალა კიდეც. იყო არაერთი ლიტერატურული თარგმანის ავტორი.

მიხეილ გამყრელიძეს და მის მეუღლეს, მარიამ ღოღობერიძეს გარდა გრიგოლისა, ჰყავდათ სამი ქალიშვილი: თინა, რომლის მეუღლეც იყო ცნობილი მწერალი და ბელეტრისტი აკაკი ბელიაშვილი, რომელიც ასევე ხშირად სტუმრობდა ზოდის სახლს; მარიამი (მერი) და ქეთევანი, რომლის ქალიშვილიც, დალი ლოლუა იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ზოდის სახლს ხშირად სტუმრობდნენ კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, ასევე ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]