weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რინგო სტარი რაინდად აკურთხეს

12:34 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ლეგენდარულ ჯგუფ The Beatles-ის დრამერი რინგო სტარი ბუკინგემის სასახლეში პრინცმა უილიამმა რაინდად აკურთხა. რინგო სტარი, იგივე სერ რიჩარდ სტარკი The Beatles-ის მეორე წევრია, რომელსაც აღნიშნული ტიტული ერგო - 21 წლის წინ იგივე აღიარება სერ პოლ მაკკარტნის ხვდა წილად.

77 წლის ინგლისელი მუსიკოსი ცერემონიაზე მეუღლესთან, მსახიობ ბარბარა ბახთან ერთად მივიდა და ტიტულის მიღების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

„წინა კვირას პოლთან ერთად ვისადილე და ორივე გულიანად ვიცინოდით იმაზე, თუ საიდან მოვედით და რას მივაღწიეთ, ბოლოს კი სამეფო სასახლეშიც მოვხვდით და ახლა უკვე სერ პოლი და სერ რიჩარდი ვართ“, - აღნიშნა რინგო სტარმა.

აღსანიშნავია, რომ რინგო სტარი ბრიტანულმა სამეფო ოჯახმა მეორედ დააჯილდოვა ტიტულით - პირველად იგი The Beatles-ის სხვა წევრებთან ერთად გახდა ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის მფლობელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]