მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნების მომენტიდანვე ძალაში შევიდა.
ექვთიმე თაყაიშვილი (1863 -1953 წ.წ.) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწეა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ეწოდა.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.