weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სურამის №2 საჯარო სკოლას ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა

16:46 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურამის №2 საჯარო სკოლას გამოჩენილი საერო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 20 მარტს გამოსცა.

მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნების მომენტიდანვე ძალაში შევიდა.

ექვთიმე თაყაიშვილი (1863 -1953 წ.წ.) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწეა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ეწოდა.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]