პოპულარული ჯგუფი საქართველოში „ისთერნ ფრომოუშენს” ჩამოჰყავს. კონცერტის ბილეთები ეტაპობრივად, TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთების პირველი ნაწილის გაყიდვა 21 აპრილს, 09:00 საათიდან დაიწყება და მათი ფასი 50 ლარიდან იქნება.
The Chemical Brothers, რომელიც ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარ დუეტს წარმოადგენს, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად ითვლება. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე სულ 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.
ოთხი გრემის მფლობელ ინგლისურ ჯგუფს, რომელიც მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებითაა ცნობილი, პოპულარობა მოუტანეს ისეთმა ჰიტებმა როგორებიცაა: "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon".