ნანი ბრეგვაძის შვილი, ეკა მამალაძე აცხადებდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, კონცერტი გაუქმებულიყო.
28 მარტს დაგეგმილ კონცერტზე, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, სცენაზე ეკა მამალაძე და მომღერლის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე უნდა გამოსულიყვნენ. კონცერტში მონაწილეობდა დიდი სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საიუბილეო საღამოს სპეციალურ სტუმრებად ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე იყვნენ მიწვეულები.