weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მანჩესტერში დაღუპულთა ხსოვნას კანის კინოფესტივალზე პატივი მიაგეს

17:07 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი აფეთქებისისას დაღუპულთა ხსოვნას საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე საყოველთაო პატივი  მიაგეს.

„კანის ფესტივალი სიბრაზესა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წუხელ მანჩესტერში მომხდარი თავდასხმის გამო. ესაა მორიგი შეტევა კულტურაზე, ახალგაზრდობაზე, მხიარულებაზე, კეთილდღეობასა და ტოლერანტობაზე, ანუ ყველაფერ იმაზე, რაც ფესტივალისა და მისი განმხორციელებლებისთვის - ხელოვანებისთვის, პროფესიონალებისა და მაყურებლებისთვის ძვირფასადაა მიჩნეული.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ფრანგულ რივიერაზე 15:00 საათზე ყველა მსურველი მიიწვიეს და საერთო წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

აღნიშნული ღონისძიების გამო კანის ფესტივალზე ანიმაცია „მანქანები 3“-ის ჩვენება გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ არენაზე“ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]